„მემარცხენე ალიანსის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ყურადღება - ფოტოფაქტები!!! გაიცანით!!!
პლაკატების გადაკვრის დიდოსტატი!
ნამდვილად არ მინდა ხოლმე კონკურენტებზე ლაპარაკი, მით უფრო, ისეთ „კონკურენტზე", რომელიც კონკურენტად კი არა, უბრალოდ ადამიანადაც კი არ მიმაჩნია! მაგრამ, ამ შემთხვევაში იძულებული ვარ!
ეს ადამიანი მილიონერების კანდიდატებზე გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს თავის საარჩევნო კამპანიაში და თან მაღალფარდოვნად ლაპარაკობს, რომ თურმე მთელი ცხოვრება სხვების „შრომით" უფლებებს იცავს!
საიდან აქვს „შრომითი უფლებების დამცველ" ასეთ შეუპოვარ „გმირს" ამდენი მაყუთი?
„ოცნების" კანდიდატზე მეტი ბილბორდები! გაცილებით უფრო ხმაურიანი „შეხვედრები", სადაც მთელ „პროფკავშირებს" დაათრევს და მერე ეს ხალხი დაბნეული კითხულობს ხოლმე - ვაზისუბნიდან თავისუფლებაზე რა ნომერი მიდისო?
მისი რეკლამით მოხატული სპეც-ავტობუსი! რეკლამები სამარშრუტო ტაქსებზე! 15 ათასი ტირაჟით დაბეჭდილი უმაღლესი ხარისხის პრიალა გაზეთი, რომელსაც უფასოდ არიგებს! უამრავი პლაკატი!
მოკლედ, ამ ტიპს ხალხი დებილი ჰგონია!
ჰგონია, რომ არავინ დასვამს კითხვას - საიდან ამ „პატიოსან" და საწყალ „უფლებების დამცველს" ამხელა მაყუთი?
ის ხომ „დამოუკიდებელი" კანდიდატია?
იქნებ იმავე ხალხის გაბრიყვების, მაქინაციის, თაღლითობის ხარჯზე, ვის უფლებებსაც ის ვითომდა იცავდა? მოკლედ - ეს კითხვა ყველას მართებულად უტრიალებს თავში და ვაზისუბნელები ნამდვილად არ არიან ბრიყვები, რომ ამ თაღლითს მისცენ ხმა! მითუმეტეს, რომ ამ „დამცველს" „ნაცების" ზეობის დროს ერთი საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია ვინმეს „უფლებების დარღვევაზე"!
თავი დავანებოთ იმას, რომ იტყუება - „თქვენი უბნელი ვარო" - მაქსიმუმ წელიწად-ნახევარი იცხოვრა ამან ჩვენს უბანში! კიდევ სამოთხეს ჰპირდება ამომრჩეველს, გეგონება, უმრავლესობით მოდიოდეს ხელისუფლებაში და არა ცალკეულ მაჟორიტარად!
მოკლედ, ტყუილების გუდაა...
მაგრამ, მე აშკარად ვეჩხირები თვალში. ეტყობა, უთხრეს, ამ უბანში ასე თუ ისე სერიოზული იმიჯი რომ მაქვს და მაგრად გააჟრიალა!
ადრეც დავწერე - შენიშნული მაქვს, ერთ-ერთი „კონკურენტის" ხალხი ხევს ჩემს პლაკატებს-თქო! მაგრამ, მაშინ ვინაობა არ დამისახელებია!
ახლა აგერ - ფოტოფაქტები!
იმდენიც ვერ მოუფიქრებიათ, რომ ისე გადააკრან, უკან ჩემი პლაკატის გვერდი და ბოლო არ ჩანდეს! ამ დროს ყველაზე ცოტა პლაკატები მე მაქვს! იქვე, უხვად გაკრულ 5-იანის პლაკატებს ვერ უბედავ ხო გადაკვრას, „უფლებადამცველო"?
ეს ტიპი და ყველა მისი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ვითომ „დამოუკიდებელი" კანდიდატი, მაგალითად ნაძალადევში გიორგი აფციაური - (სააკაშვილის პაროდისტი, ვანო მერაბიშვილის პირადი მასხარა!) არის „ნაცების" მიერ ჩასმული! რომ თითქოსდა „არც ნაცია არც ქოცია"-ს ფორმულით ხმები მიიღოს იმ ამომრჩევლისგან, ვისაც არც „ნაცები" ევასება და არც „ქოცები"! წაართვას ეს ხმები „ნაც-ქოცების" წინააღმდეგ რეალურ მებრძოლებს და ამით „ნაცების" კანდიდატს გზა გაუხსნას მეორე ტურისკენ! აი, ამაში იხარჯება ამხელა ფული!!!
მჯერა, ამომრჩეველი არ არის ყრუ და ბრმა! და ეს არჩევნებზე დადასტურდება!" - წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.