logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დაახლოებით 542 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ სიღარიბეს თავი დააღწია
- +

28 სექტემბერი. 2016. 22:40


 

ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით 56 ათასი სამუშაო ადგილი და ამის შედეგად, უმუშევრობა 15%-დან შემცირდა 12%-მდე. 2003 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


როგორც გახრია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას" წილად ერგო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიების 20%-იც იყო ოკუპირებული, საკუთრების უფლება არ იყო დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენებოდა ბიზნესზე ზეწოლის განსახორციელებლად.



,,სამწუხაროდ ჩვენ წილად გვერგო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიების 20%-იც იყო ოკუპირებული. წილად გვერგო სახელმწიფო, სადაც საკუთრების უფლება არ იყო დაცული. სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენებოდა ბიზნესზე ზეწოლის განსახორციელებლად და ყველაფერ ამას რა თქმა უნდა ქონდა თავისი ეკონომიკური ფასი. ეს ფასი გახლდათ მაღალი უმუშევრობა და მაღალი დონის სიღარიბე, რომელიც ყოველწლიურად იზრდებოდა. ეს იყო ობიექტური რეალობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით 56 ათასი სამუშაო ადგილი და ამის შედეგად, უმუშევრობა 15%-დან შემცირდა 12%-მდე. 2003 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბე საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში 43%-დან შემცირდა 41%-მდე. შესაბამისად, დაახლოებით 542 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ სიღარიბეს თავი დააღწია. მიუხედავად რეგიონში მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ჩვენს მეზობლებთან შედარებით, იყო საუკეთესო. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორების ზეგავლენის გამო ქართული ლარი გაუფასურდა, რამაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან შედარებით ლარი ყველაზე მყარი და სტაბილური ვალუტაა. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოში 5 საუკეთესო ქვეყანათა რიგშია და როგორც შედეგი, ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში იზრდება და წელსაც, საარჩევნო წელს, შესაძლებელია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არაა საკმარისი" ,- განაცხადა გახარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner