logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ხალხს მიუსამძიმრა
- +

28 სექტემბერი. 2016. 22:45



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის ხალხს და ხელისუფლებას მიუსამძიმრა.


მინისტრმა ჩანაწერი დატოვა საქართველოში ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.  მან მწუხარება გამოთქვა მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა შიმონ პერესის მნიშვნელოვან როლს როგორც ისრაელის სახელმწიფოს აღმშენებლობის, ასევე რეგიონისა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაემგზავრება ისრაელში, რათა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს სახელით პატივი მიაგოს პრეზიდენტ პერესის ხსოვნას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner