logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, რომ თავიდან ავირიდოთ დესტაბილიზაცია
- +

29 სექტემბერი. 2016. 02:03



„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს. კობახიძის განმარტებით, არჩევნებისთვის ყოველგვარი ექსცესის თვიდან არიდების მიზნით იყო ეს ყველაფერი საჭირო.


„გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან, სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. ვესაუბრეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".

 

გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი 27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner