პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრის, გიორგი რუხაძის განცხადებით, ბურჭულაძემ ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც ელოდა. რუხაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი შეცდომაში არ შევიდეს და არჩევნებამდე 10 დღით ადრე, სწორი დასკვნები გააკეთოს.
„რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ეს არის, რომ ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია, ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი. ეს დღეს დასტურდება, მან ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც ელოდა - შესაბამისად, დღეს გადაწყვიტა, რომ "გირჩის" წარმომადგენლები სიიდან ამოყაროს. თუ ეს ადამიანები სიაში ჩასვა საკუთარი პროფესიონალიზმის გამო, რაღატო ყრის ამ ხალხს ბურჭულაძე სიიდან? მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბურჭულაძემ ვერ მოახერხა ვერც პარტიის და ვერც კოალიციის მართვა.
რატომ უნდა ანდოს საზოგადოებამ ქვეყანა სამართავად? რეალურად, ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ ბურჭულაძე არ არის სანდო პარტნიორი. ის არ იყო სანდო პარტნიორი საკუთარი გუნდისთვის, არ იყო კოალიციური პარტნიორებისათვის და მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა რუხაძემ.