„27 მაისს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაგრამ აუცილებელია, ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ",- ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა განცხადა.
კახიშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის საქმეებზე, ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა - მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.
„რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერტიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან, ეს პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ზოგადად კი, საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია, ექსპერტიზის პასუხებს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპისა და კატეგორიის საქმეებზე, ექსპერტიზის დასკვნა იძლევა" , - განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „youtube"-ზე გამოაქვეყნდა საუბრის ჩანაწერი, რომლელშიც მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი. გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.
ამასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება დაიწყო და პარტიის ლიდერები, დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მოტივით, მისვლას არ აპირებენ. ამასთან, ისინი პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, თავად სუს-ის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვენ.