logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გამონათქვამი – “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” დასავლეთშიც იციან...
- +

29 სექტემბერი. 2016. 03:04



„ძალიან საინტერესოა, თუ ვინ არის "ნაცების" დღევანდელი ბრიფინგის ადრესატი. საინტერესოა, რადგანაც ბოკერიას ტექსტი არ იყო ქართული საზოგადოებისთვის განკუთვნილი",- ამ სიტყვებით სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის" პრესკონფერენციას და აღნიშნავს, რომ ზუსტად მსგავსი მესიჯი "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ზურაბ ადეიშვილმა 2015 წლის 2 მაისს გამოგზავნა.


„ძალიან საინტერესოა, თუ ვინ არის "ნაცების" დღევანდელი ბრიფინგის ადრესატი. საინტერესოა, რადგანაც ბოკერიას ტექსტი არ იყო ქართული საზოგადოებისთვის განკუთვნილი. ის საუბრობდა ევროპულ დემოკრატიაზე, ხელისუფლების გადაბარებაზე და არჩევნების გზით ცვლილებაზე, დამარცხებული პოლიტიკური ძალის ოპოზიციაში გადასვლაზე.

 

ჩემი აზრით, მისი გამოსვლა მიმართული იყო პირველ რიგში მისი უცხოელი ლობისტების მისამართით.

 

ზუსტად მსგავსი მესიჯი "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ზურაბ ადეიშვილმა 2015 წლის 2 მაისს გამოგზავნა, ხოლო "მთავარ შეცდომაზე" აღნიშნა, რომ მათ უბრალოდ მეორე, ჭეშმარიტ დემოკრატიულ ეტაპზე გადასვლა ვეღარ მოასწრეს, რასაც დღეს "ნაცები" ოდნავ სხვა შეფუთვით გვთავაზობენ.

 

ბოკერიას დღევანდელი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, გამოეხმაუროს იან კელის გუშინდელ განცხადებას "რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის არჩევნები. ნებისმიერი სხვა გზა არადემოკრატიული და არალეგიტიმურია", მაგრამ ვეღარ აცნობიერებენ, რომ გამონათქვამი - "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" , შეიძლება სხვა ფორმით, მაგრამ დასავლეთშიც იციან",- წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner