logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი საქნავთის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 10:53



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქნავთის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.



დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.



მოხარული ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენს შეხვედრებზე. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, ამ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში 8 ოქტომბერს  არ დავიზარებთ, ჩვენ ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას",- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 


მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner