სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2990 კვ/მ მიწის ნაკვეთს გადასცემს კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ააშენებს პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს და ამ მიზნით 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მიმართ კერძო სექტორის დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.