„თოფაძე-მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა აგლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგების შემდეგ დაგეგმილი არეულობის შესახებ ისაუბრა.
აგლაძის განცხადებით, ლეიბორისტური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს და არჩვენების შემდეგ, ისინი არეულობას დაწყებას ერთობლივად შეეცდებიან.
„არჩევნების შედეგების გაყალბების გაპროტესტების მიზნით, აქციებს ლეიბორისტული პარტია გამართავს, მას „ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდება, რაც გეგმის მიხედვით, დიდ არეულობაში გადაიზრდება", - აცხადებს ზაზა აგლაძე.
მისივე თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრისგან აქვს.
პოლიტიკოსი დესატაბილიზაციისა და ქვეყანაში არეულობის აღკვეთის მიზნით, სამართლებრივ უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.