logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევნების შემდეგ, „ნაცმოძრაობაში“ რღვევის პროცესი კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:05



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 5 ოქტომბერს „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს:


„ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ისინი ცდილობენ, სხვადასხვა ხერხებით აუმაღლონ მოტივაცია თავიანთ აქტივს და და ესეც არის ალბათ ამის ერთ-ერთი მექანიზმი. რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა". ორგანიზაცია პრაქტიკულად დაშლის პირასაა. არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ამომრჩევლის მიერ ამ ორგანიზაციის მარგინალიზაცია, კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში" რღვევის პროცესი. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, გააგრძელონ საქმიანობა დანაშაულებრივ- პოლიტიკურ გაერთიანებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner