logo_geo
eng_logo
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებულ რთულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაკეთდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:13


 

2016 წლის 29 სექტემბერს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 33-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, გაერო-ს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.



განცხადება ეყრდნობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის დაფიქსირების გამო.



განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, ასევე უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას და მოუწოდებს საერთაშორისო აქტორების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ.



აღნიშნულ განცხადებაში  გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner