logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: სახელმწიფო არის ძლიერი საიმისოდ, რომ ყველას, ვინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს, პასუხი გასცეს
- +

29 სექტემბერი. 2016. 15:06


 

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.


აგულაშვილის თქმით, სახელმწიფოს პასუხი მკაცრი იქნება.


რაც ჩანაწერში მოვისმინე, იმ ადამიანებისგან, ვისი ხმებიც ისმის, ჩემს გაოცებას არ იწვევს. თუნდაც გავიხსენოთ განმუხურის პროვოკაცია. ვისაც ეს და არა მარტო ეს ისტორიული ფაქტი ახსოვს, ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს პოტენციური რესურსი და სურვილი, რომ ხელისუფლების მართვას ნებისმიერი გზით დაუბრუნდეს. მკაცრად მინდა ვთქვა, რომ ყველა მიიღებს საკადრის პასუხს - კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით. სახელმწიფო არის ძლიერი საიმისოდ, რომ ყველას ვინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს, პასუხი გასცეს", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner