logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილზე: მაგან გვირაბი ერთხელ უკვე გათხარა გორში ცხვირით, ყველამ ვნახეთ ის გვირაბი
- +

29 სექტემბერი. 2016. 16:01


 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე საუბრობს:


„ეგ კურდღელი სად ჩამოვა, რისი ჩამომსვლელია... იმ დღეს ვნახე, ბარით მოდიოდა სანდრა სოლოლაკში და ბოკერიაც მოჰყვებოდა, პეტრე ცისკარიშვილიც იქვე იყო და დეპუტატობის კანდიდატი რომ არის, რურუა, იმას წერაქვი მოჰქონდა. ეტყობა, დაიწყეს გვირაბის თხრა, რომლიდანაც სააკაშვილი თავს ამოჰყოფს სოლოლაკში. მაგან გვირაბი ერთხელ უკვე გათხარა გორში ცხვირით, ყველამ ვნახეთ ის გვირაბი, ვფიქრობ, ეგეთი გვირაბის გამთხრელი კი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ეგ არის ლაჩარი, კურდღელი, მთელი თავისი ცხოვრება სამარცხვინო კაცი. მხოლოდ ლაჩარი ადამიანების თავში შეიძლება დაიბადოს ისეთი მარაზმატული აზრები, როგორიც მაგათ თავში იბადება. ასე რომ, სოლოლაკში დაწყნარდნენ, იქ სააკაშვილი თავს არ ამოჰყოფს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner