საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო.
„მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს გამოძიებული უნდა იყოს, ჩანაწერების ავთენტურობაც უნდა დადგინდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს არის უპირველესად საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელს წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ოპერაციისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.