logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არის ალბათობა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს
- +

29 სექტემბერი. 2016. 18:01

 

 

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურს არ გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლებელია, რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნები აღარ ყალბდება და ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებშია მოქცეული.



გვახსოვს თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც გამარჯვებამდე ხუთი ხმა დააკლდა მაგალითად ჩვენს კანდიდატს და მეორე ტური ჩატარდა. იყო ასევე შემთხვევა, როდესაც 11 ხმა დააკლდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აღარ ყალბდება, ხმებს აღარ იპარავენ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ამ მიმართულებით, მხოლოდ პოზიტიური ცვლილებებია", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner