„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხანდოს, კიროვაკანის, გუმბურდოს, ოკამის, აზმანას, აფნიას, გოგაშენის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
„მეამაყება, რომ დეპუტატობის ასეთი კანდიდატი ჰყავს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას". ენზელ მკოიანი იქნება ახალქალაქისა და ნინოწმინდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში",- აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
მინისტრმა ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და ენზელ მკოიანის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.