logo_geo
eng_logo
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები 41 ქვეყანაში გაიხსნება
- +

29 სექტემბერი. 2016. 18:35



8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები 41 ქვეყანაში გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.



მისივე ინფორმაციით, უცხოეთში, 41 ქვეყანაში 56 საარჩევნო უბანი იმუშავებს. სულ საზღვრებს გარეთ რეგისტრირებულია 49 716 ამომრჩეველი.



ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ავღანეთში სამხედრო ბაზებზე გახსნილი იქნება ორი საარჩევნო უბანი. ორივე უბანზე ერთად 1604 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner