logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები
- +

29 სექტემბერი. 2016. 18:47



პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა, განაცხადა, რომ დღეს სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო წარსულში დააბრუნონ.



მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე.



მიუხედევად იმისა, რომ დღეს სამწუხაროდ, არიან ადამიანები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო წარსულში დააბრუნონ, ეს ვერ მოხერხდება, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგორ უნდა შევცვალოთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები უფრო მეტად, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ პირობები კიდევ უფრო კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა მოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და როგორ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მმართველობის პოლიტიკური სისტემა ისე, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, 4 წლის თავზე დღეიდან ქვეყანა უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას და ეს უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა.



ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები. ეს არის ყველაზე მთავარი, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 4 წლის თავზე დღეიდან ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი ჩვენი ერთიანობით, მეტი სიყვარულით, მეტი გვერდით დგომით, მეტი თანადგომით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, მარტყოფში რაგბის სრულიად ახალი ბაზა გაიხსნა. როგორ კვირიკაშვილმა აღნიშნა, რაგბი არის სპორტის ის სახეობა, სადაც ყველაზე მეტადაა გამოხატული ადამიანების გვერდით დგომა.



სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველა მეტი, ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დღეს და 8 ოქტომბერს დილითვე უნდა ვუთხრათ ჩვენ ყველას, ვინც ელოდება პასუხს ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან, რომ ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რასაც მივაღწიეთ და კიდევ უფრო ჩქარა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში, ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ისე, რომ ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს. ჩვენ უნდა ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის თვისება, ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ, შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ყველა ჩვეგნაგის გულში ჩირაღდანივით, სანთელივით ანთია ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ მეგობრებო და ამას თუ გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები. ეს არის რისიც მე მჯერა ყველა უჯრედით, ჩემი გონების, ჩემი სხეულის და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც თქვენ ხედავთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლიანი ჩვენი შვილების, მომავალი თაობის წინაშე და რომელიც პირნათლად გვატარებს ჩვენ წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner