„მოხარული ვარ, რომ ვეტერანებთან შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა და მომეცა საშუალება, მათთან სწორედ ისეთ საკითხებზე მესაუბრა, რომლებიც თითოეული ქართველისთვის, მითუმეტეს კი ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს.
„ბევრი პოლიტიკოსი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ არავინ ამბობს თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები!
მე და ჩემს გუნდს უკვე მზად გვაქვს ორი პროექტი:
1. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების გეგმა თანამედროვე სახლებით, რაც არამარტო 110000-ობით ადამიანს უსახლკარობისგან დაიცავს, არამედ, სამუშაო ადგილებს შექმნის! ქვეყანაში არამარტო ინფრასტრუქტურულ, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
2. "მოშავის" პროექტი - რაც საზღვრისპირა რეგიონებში დასახლებას და ხალხის დასაქმებას ითვალისწინებს. ეს არის ისრაელის მრავალწლიანი გამოცდილება და მზა პროექტი იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველოში ხალხი სახელმწიფოსთვის ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი, საზღვრების დამცველი; თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში წარმოება და როგორ უნდა შეჩერდეს მიგრაციის უზარმაზარი პრობლემები.
მე თქვენი ხმები კი არა, თქვენი არჩევანი მჭირდება, იმისთვის რომ გემსახუროთ თქვენ, ვემსახურო სამგორელებს, ჩვენს ქალაქს, ვემსახურო ჩვენს სამშობლოს და ერთად შევქმნათ უკეთესი ხვალინდელი დღე!
მეიმედებით - გეიმედებოდეთ!" - აცხადებს შიხიაშვილი.