logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი ქვეყანა იქნება სამაგალითო და მისაბაძი ყველასთვის
- +

ავტორი ანა ფერაძე

29 სექტემბერი. 2016. 21:02



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის მე-20 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კობალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


„ჩვენ არ ვართ განწყობილი ქვეყნის ფასადური შენებისთვის. 2012 წელს თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენ ყველამ ერთად დავიბრუნეთ სამშობლო, რომელიც ღვთის სავალ და ჭეშმარიტ გზაზე დავაყენეთ. რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნეთ ერთმანეთი.

 

ერთად ყოფნით ჩვენ სწრაფად, ძლიერად განვავითარებთ არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ვიქნებით სამაგალითო და მისაბაძი ყველასთვის", - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

შეკრებილმა მოსახლეობამ „რეპორტიორთან" საუბრისას კობა კობალაძეს მხარდაჭერა აღუთქვეს და განაცხადეს, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.


ნანა ლოლაძე, პედაგოგი:  „"ქართული ოცნების" გლდანის სამივე მაჟორიტარობის კანდიდატი ძალიან კარგები არიან და ჩვენ, გლდანის მოსახლეობას, დიდი იმედები გვაქვს".


ილო მიროტაძე, ეკონომისტი: „ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ კობა კობალაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს"




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner