logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: თქვენს თანამებრძოლად და გულშემატკივრად მიგულეთ!
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:38



ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი ლანჩხუთში კულტურის დარგის მუშაკებს შეხვდა.


ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდ  „წილოსანის" მხარდაჭერა ჩვენთვის  უცხო არ არის, ამიტომაც კარგად ვიცით, რომ მისი არჩევით მოვიგებთ ყველა - კულტურის სფერო, ლანჩხუთი, გურია და სრულიად საქართველო," - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ადელინა კილაძემ.


თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კულტურის სფეროსთან წლებია,  თანამშრომლობს.


„2009 წელს ჩემმა ოჯახმა აღადგინა თბილისის კულტურის ძველი სახლი და ეს გავაკეთეთ მიუხედავაიმისა, რომ მენეჯერული და ბიზნესგათვლით პროექტი მომგებიანი არ იყო. მთლიანი კომპლექსის აღდგენა-რესტავრაციაში 1,5 მილიონი დავხარჯეთ და, უნდა გითხრათ, რომ „არტ-ჰოლი" დღემდე დოტაციაზე გვყავს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კულტურა ის დარგია, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ირჩენს თავს, მაგრამ ის ქვეყნის სახეა და გვერდზე დგომა სჭირდება. თქვენს   თანამებრძოლად და გულშემატკივრად მიგულეთ!"- განაცხადა წილოსანმა.


შეხვედრას ესწრებოდა მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე.


ჩემთვის პატივია თქვენთან ყოფნა, მე მოვისმენ თქვენს პრობლემებს. მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტროში ვმუშაობ და თქვენს გულშემატკივრად მიგულეთ. ამ ოთხ წელიწადში, ნინო წილოსანთან ერთად, მეც თქვენთან ვიქნები ", - მიმართა ქეთი დუმბაძემ კულტურის მუშაკებს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner