logo_geo
eng_logo
JPM Strategic Solutions: ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 7%-ით არის გაზრდილი
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:57


 

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 7%-ით არის გაზრდილი ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა. შესაბამისად, სწორედ მათზეა დამოკიდებული, „ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა რომელი პარტიები გადალახავენ საარჩევნო ბარიერს.


კვლევის მიმდინარეობისას ინტერვიუს დროს დამატებითი კითხვების საფუძველზე გაირკვა, თუ რომელი პარტიისკენ იხრებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ არჩევნებში ხმას. აღნიშნული მონაცემები ასეთია:


„ქართული ოცნება" - 42,4%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 18,8%. „თავისუფალი დემოკრატები" ამ შემთხვევაში 5,8%-ს, „პატრიოტთა ალიანსი" 5,4%-ს, ხოლო ლეიბორისტული პარტია 4,5%-ს მიიღებს.


რაც შეეხება „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", ორივე მათგანს თანაბარი - 3,2% აქვს. ბევრად არ იცვლება სხვა პარტიების მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა 13,6%-მდე ჩამოდის.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ" ჩაატარა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner