„რატომ უნდა დაუჯდე ერთ კონკურენტს და არა სხვებს, რატო უნდა დაუჯდეს ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი მხედრიონელს, რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალს? რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ მეთაურს? რატომ უნდა დაუჯდეს მთაწმინდის გამანადგურებელს? რაზე უნდა ვესაუბრო მას?",- ამის შესახებ მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს, თუმცა ამბობს, რომ იმ კონკრეტულ პიროვნებასთან დაჯდომა არ არის მისი საკადრისი.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან განსხვავებული, ევროპული საარჩევნო კამპანია ჩაატარა, რადგან კონკურენტებს არ ლანძღავდა და აგინებდა.
„რატომ უნდა დაუჯდე ერთ კონკურენტს და არა სხვებს, რატო უნდა დაუჯდეს ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი მხედრიონელს, რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალს? რატომ უნდა დაუჯდეს კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ მეთაურს? რატომ უნდა დაუჯდეს მთაწმინდის გამანადგურებელს? რაზე უნდა ვესაუბრო მას? ევროპაზე, როცა თვითონ არ ესმის ევროპულობა, რაზე უნდა ველაპარაკო ადამიანობაზე, როცა ამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამათ რეჟიმს. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება არის შეუცვლელი და არ შეიცვლება ამ კამპანიის ბოლოს, მე არ მჭირდება მასთან საუბარი.
ჩემი კამპანია წავმართე როგორც მე ვთვლიდი და მეგონა საჭირო. განსახვებული კამპანია, ცოტა უფრო ევროპული, ვიდრე ის რასაც მიჩვეული ვართ, ამიტომ სხვა კონკურენტებს არც ვლანძღავდი, არც ვაგინებდი და არც მათზე არ მქონდა აწყობილი ჩემი კამპანია, არც იმაზე რომ კონკურენტებზე შავი პიარი ამეგორებინა, არამედ იმ თემებზე, რითიც ხვალ შევდივარ პარლამენტში",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ სალომე ზურაბიშვილი დებატებში გამოიწვია.