logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიდიოდა საუბრები, რომ სამეგრელოში იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები, რათა არეულობები მოეწყოთ
- +

30 სექტემბერი. 2016. 04:38


 

„ვერ გეტყვით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ",- ამ სიტყვებით უპასუხა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენა კავშირში იყოს გავრცელებულ აუდიოჩანაწერის შინაარსთან, რომელშიც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.


„ვერ გეტყვით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. რამდენიმე წლის წინ ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი დამალული. დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სახის თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner