„დამატებით გვესაჭიროებოდა 1 მილიონიანი სესხის აღება იმისათვის, რომ დამატებითი მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა ამ სესხის საშუალებით. აქ საუბარია ჩვეულებრივ სესხზე, კანონმდებლობის შესაბამისად",- ამ სიტყვებით განმარტა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, თუ რატომ მოუწია „ქართულ ოცნებას" „ქართუ" ბანკისგან 1 მილიონი ლარის სესხის აღება.
"ქართულ ოცნებას" აქვს დაფინასების სხვა წყაროებიც, თუმცა ძირითადი არის შემოწირულობები. დამატებით გვესაჭიროებოდა 1 მილიონიანი სესხის აღება იმისათვის, რომ დამატებითი მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა ამ სესხის საშუალებით. აქ საუბარია ჩვეულებრივ სესხზე, კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ მილიონის ფარგლებში იძლევა კანონმდებლობა საარჩევნო სუბიექტებისთვის სესხის აღების შესაძლებლობას. ჩვენ ავიღეთ ეს სესხი, ჩვეულებრივი საბაზრო განაკვეთით, 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.