„არის ალბათობა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს და ესეც დემოკრატიული თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნები აღარ ყალბდება, რაზეც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი მიუთითებს.
„ჩვენ გვახსოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო შემთხვევები, როდესაც გამარჯვებამდე 5 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს და ჩატარდა მეორე ტური. იყო შემთხვევები, სადაც 11 ხმა დააკლდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აღარ ყალბდება, ხმებს აღარ იპარავენ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა", - განაცხადა კალაძემ.