logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არა აქვს მნიშვნელობა, ჩანაწერები ავთენტურია თუ არა, მათი ღია განცხადებებიც ერთ კონტექსტში ჯდება
- +

30 სექტემბერი. 2016. 10:53



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ფარული ჩანაწერები „ნაციონალებმა" თავად მოიპოვეს და გაავრცელეს.



ავთენტურობაზე დიდი კვლევები არაა საჭირო. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ერთ კონტექსტში ჯდება. ნახეთ მათი გაქცეული ლიდერის ბოლო განცხადებები, რომ რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლები დაიდება, ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება, თუ არა და, წარღვნა", ამ სიტყვას ახსენებს. მისი მეუღლის განცხადება ვნახოთ, - ისეთი მაგარია მიშა, რომ სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩამოვა, -ასეთი განცხადებებიდან გამომდინარე მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს, ამიტომ მოულოდნელობა მოსახლეობისთვის არაფერი იყო. მათ განცხადებებში იგივე იკვეთება, იგივე პათოსია პრინციპში. დაწყებული 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ, გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, არ გამოდიოდა, მერე შემოდგომაზე და ამით ამაგრებდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს მათი გავრცელებულია. იმედი უნდათ ჩაუტოვონ ამ 9 დღის განმავლობაში თავის თანამოაზრეებს, რომ იქნებ რაღაც სასწაული მოხდეს. ერთი ინფორმაცია, რაც შეიძლება სახიფათო და შემაშფოთებელი იყოს, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, თუ გამართლდა ეს ინფორმაცია, შეიძლება ჩვენ სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკო მინაშვილი. თუ აკო მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი იქნებ გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ვხუმრობ ამაზე და მეტი არაფერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner