logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქია
- +

30 სექტემბერი. 2016. 11:09



„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ მაჟორიტარულმა საარჩევნო კამპანიამ ძალიან დიდი დრო წაიღო და ფაქტიურად, პარტია უყურადღებოდ დარჩა.


 

დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქი, სადაც კენჭს ვიყრიდი, ტერიტორიულად აჭარაზე ორჯერ დიდია და მოკლე ხანში ოლქის შემოვლა ფიზიკურად შეუძლებელია. ახლა, როცა კანდიდატურა მოვხსენი, პარტიას მეტ დროს დავუთმობ. შევეცდებით, ბარიერი გადავლახოთ და კვალიფიციური სუბიექტი გავხდეთ.

საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქია. ამიტომ, გარკვეულწილად, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და ჩემი კანდიდატურა ფაქტიურად, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მოვხსენი. მას მივეცით საშუალება, თვითონ დაუჭიროს მხარი იმას, ვისაც საჭიროდ თვლის. ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდზე გავდგებით და თუ ვინმეს დესტაბილიზაციის სურვილი გაუჩნდება, ცალსახად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დავდგებით", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



მისი განცხადებით, პარტიას „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" არც ამერიკიდან აქვს მხარდაჭერა, არც რუსეთიდან და მხოლოდ ამომრჩევლის ნებას ეყრდნობა.



ჩვენ პარლამენტში მოსვლას ვაპირებთ. არსებობს ამომრჩეველთა 40 %, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ არც ამერიკიდან გვაქვს მხარდაჭერა და არც რუსეთიდანჩვენ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ნებას ვეყრდნობით და პარლამენტში იმ ხალხის გამხმოვანებელი ვიქნებით, ვისაც უნდა, ტრიბუნასთან თავისი ნააზრევი მიიტანოს, რაც არცერთი ქვეყნიდან თავსმოხვეული არ იქნებათუ მოვახერხეთ და ჩვენი სათქმელი ამომრჩევლამდე მივიტანეთ, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი მხარს დაგვიჭერს. თუ ხალხი კარგად გაიაზრებს და დარწმუნდება, რომ ჩვენი დანაპირები შესრულდება, პარლამენტში ვიქნებით, თუ არა და, მოუწევთ იმ უინტერესო სპექტაკლის ყურება, სადაც პოზიციაც და ოპოზიციაც ერთი ცენტრიდან იქნება დანიშნული", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner