logo_geo
eng_logo
როგორ ღალატობდა ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს?!
- +

30 სექტემბერი. 2016. 11:47



ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილს პროვოკაციას პროვოკაციაზე უწყობდა. ჯერ იყო: „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?" - ანუ ცნობილი ფარული ჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ „გაბლატავებული" ალასანია უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილით, რას აკეთებს და რა უნდა, ვერ გამიგიაო. იმ ეტაპზე, 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში ივანიშვილის კარზე მას სერიოზულ ფიგურად არ თვლიდნენ, მაგრამ ამბიციები ნამდვილად აწუხებდა. არადა, ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად რამდენიმე ამერიკელი ჩინოვნიკის მფარველობა სულაც არ არის საკმარისი. მაშინ ალასანია პრემიერ-მინისტრობაზე არ (ვერ) ფიქრობდა, მაგრამ სამეგრელოში არჩევნების მოგებაზე ნამდვილად ჰქონდა პრეტენზია. თუმცა აქ ერთი რამ უშლიდა ხელს - შიში. ამიტომ, ზუგდიდში ჩასულს ისეთი კაცი სჭირდებოდა, რომელიც ხელს მოჰკიდებდა და ქუჩა-ქუჩა ატარებდა. ეს მისია ერთი ხანობა კახა მიქაიამ შეასრულა, მაგრამ არჩევნები მაინც ვერ მოაგებინა, ერთხელაც ყელში ამოუვიდა და პირდაპირ მიახალა: არც შენი პარტიის წევრი ვარ, არც „ქართული ოცნების" აქტივისტი, ვერ გავიგე, მუდმივად რატომ უნდა გდიო კუდშიო?!



ირაკლი ალასანიამ არჩევნები წააგო, როლანდ ახალაიას დანებდა. ამან ბიძინა ივანიშვილი გააცოფა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მისი ფონდიდან საარჩევნოდ წაღებული მილიონები არცთუ პატიოსნად დაიხარჯა. ივანიშვილმა ანგარიშის ჩაბარება და ახსნა-განმარტებები მოითხოვა, ალასანიამ რაღაც მოახლაფორთა, თითქოს თავი გაიმართლა და ივანიშვილმაც ვითომ დაუჯერა. არადა, მას იმ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა - ჯერ ერთი, შიდა დაპირისპირებას მოერიდა და მეორეც - ალასანიას ამერიკელ მამებს ანგარიში გაუწია. გაიხსენეთ, როგორ ჩავიდა ზუგდიდში არჩევნების დღეს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და როგორ დაუჭირა მხარი ირაკლი ალასანიას. მაშინ თქვეს, ზუგდიდში ახალაიები პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენ და რაკი ნორლანდი ჩავიდა, გადაიფიქრესო. „ნაციონალებმა" სამეგრელოში თავიანთი საქმე მაინც გააკეთეს, არჩევნები მოიგეს, მართალია, ალასანიამ წააგო და ამ წაგებაში დიდი ფულიც წაიღო, ამის გამო ბიძინა ივანიშვილისგან საყვედურები და „ყვითელი ბარათიც" მიიღო, მაგრამ მისთვის ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა, ვინაიდან კოალიციის საარჩევნო სიაშიც ჰყავდათ შეყვანილი, პარლამენტის წევრი მაინც გახდა.



პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად ნიშნავს. ძალიანაც არ სიამოვნებს ამისი გაკეთება, მაგრამ ისევ ვიღაცას და რაღაცას უწევს ანგარიშს. უფრო მეტად კი, არ უნდა, დასაწყისშივე დაპირისპირებას და კინკლაობას ჰქონდეს ადგილი. ალასანიას ამბიციები ამ ეტაპზე თითქოს დაკმაყოფილებულია, მაგრამ მაინც ვერ ისვენებს, დამოუკიდებლობა სწყურია, ბოლოს და ბოლოს, მიაჩნია, რომ რეიტინგული ფიგურაა და ასევე რეიტინგული პარტიის თავმჯდომარეა. ამასთან, თავისი ამერიკელი პატრონები აქეზებენ, რომ საკუთარ იმიჯსა და პოლიტიკურ მომავალზე იფიქროს. ვინაიდან მან კარგად იცის, ჯერჯერობით ივანიშვილის რეიტინგს ვერც კი მიუახლოვდება, იწყებს დაუმორჩილებელი მინისტრის როლის მორგებას - აფორმებს მივლინებებს ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი დუბაისა და თურქეთში, სადაც ხვდება საეჭვო პირებს, ანუ „ნაციონალებს". ბიძინა ივანიშვილი ისევ ცოფდება, მას პირდაპირ მთავრობის სხდომაზე ეკითხება: ირაკლი, ასე რომ დადიხარ უცხოეთის ქვეყნებში, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ამის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდეო? ალასანია ისევ იწყებს თავის მართლებას, მაგრამ ივანიშვილი არაფერს მალავს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ყველაფერს ადასტურებს. ალასანია ავანტიურას განაგრძობს - მას ამბიციები და პოლიტიკური მადა ეზრდება. „ენდიაის" ყოფილ დირექტორთან ჩაწყობილი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ იჯერებს, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ამერიკელებმა იციან, როგორ შეგაყარონ თვალებში ნაცარი და ხშირად უმართლებთ კიდეც.



ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ალასანია ისევ ურჩობს, მაგრამ ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს ურტყამს. მაგალითად, როდესაც ის ლაპარაკობს, რომ საქართველოში NATO-ს სარაკეტო სისტემები უნდა განლაგდეს, ძალიან კარგად იცის, ამ განცხადებას რა რეაქციაც მოჰყვება, მაგრამ მაინც მიდის პროვოკაციაზე. მერე რა, თუკი ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს უწევს უცხოეთში განმარტებების გაკეთება და თავის მართლება? დიახ, თავის მართლება, რადგან სარაკეტო სისტემების განლაგების შესახებ თვით NATO-ს შტაბ-ბინაშიც კი არაფერი იციან. როგორც ერთ-ერთი მოქმედი მაღალჩინოსანი ამბობს, სირიელი მეამბოხეების ტრეინინგ-ცენტრის გახსნის იდეაც პროვოკატორ ალასანიას ეკუთვნის. რა იყო ეს, მორიგი ავანტიურა თუ დაგეგმილი პროვოკაცია? ინკოგნიტო წყაროს აზრით, ეს არის ერთიც და მეორეც:



„ვილაპარაკოთ ფაქტებით: ირაკლი ალასანიამ მაშინ თავის მოადგილეს, მიშა დარჩიაშვილს დაავალა ამერიკულ პრესაში სტატიის განთავსება პრემიერ ღარიბაშვილის ამერიკაში ჩასვლამდე. მიზანი იყო მისი უხერხულობაში ჩაყენება ამერიკელებთან. მიშა დარჩიაშვილი არის გიგა ბოკერიას უახლოესი მეგობარი და ყოფილი ელჩის თემურ იაკობაშვილის ყოფილი მოადგილე. საუბარია იმ პერიოდზე, როცა იაკობაშვილი ელჩი იყო ამერიკაში, კერძოდ გაერო-ში. სწორედ ეს დარჩიაშვილი დაუკავშირდა საელჩოში თავის ნაცნობებს და მათი მეშვეობით დაიგეგმა სპექტაკლი. ერთი მხრივ, გააბითურეს ელჩი - არჩილ გეგეშიძე, ხოლო მეორე მხრივ, საქმე გაუფუჭეს ირაკლი ღარიბაშვილს. გეგეშიძე დააპატიჟებინეს ერთ-ერთ მიღებაზე, სადაც სპეციალურად მიიყვანეს ჟურნალისტი, რომელიც არის საელჩოში მომუშავე ერთ-ერთი ქალის ახლობელი და ასევე გიგა ბოკერიას ნაცნობიც. სწორედ მათი ერთობლივი დაგეგმვის შედეგად დაბეჭდეს სტატია, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის არასასიამოვნო აქცენტები იყო გაკეთებული და ძირს უთხრიდა ირაკლი ღარიბაშვილს. საქართველოს მთავრობამ ძლივს აიცილა საფრთხე. ალასანიას ადრე NATO-ს რაკეტების განთავსება უნდოდა, ყოველ შემთხვევაში, ამით სპეკულირებდა. კი მაგრამ, სად არის NATO-ს რაკეტები, რატომ არ ჩამოიტანა ალასანიამ ზურგით და არ განალაგა საქართველოში? ეს ყველაფერი იყო ბლეფი. შემდეგ სირიელი ტერორისტების ტრეინინგ-ცენტრის გახსნაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს კაცი მტერია, პირდაპირ თამაშობს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას თამაშს. სირიელ ამბოხებულებთან დაკავშირებითაც ღარიბაშვილს მოუწია სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, მან გააკეთა განმარტებები, სადაც საჭირო იყო. ალასანია პარიზში ფარულად კეზერაშვილსაც შეხვდა, იქ დიდ ფულზეც იყო ლაპარაკი, დაახლოებით 5 მილიონ დოლარზე. არ დაგიმალავთ, არსებობს ფარული ჩანაწერებიც".



ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ ოცნებობს ბიძინა ივანიშვილის გასტუმრებაზე და ჰგონია, 8 ოქტომბერს ამას შეძლებს. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. ამჯერადაც იტყუებს თავს, რომ უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში და ორივე ყოფილ პერმიერ-მინისტრს ათმაგად აზღვევინებს მის ჩაძირვას და ბოლომდე გაფარჩაკებას. რატომ არ წავიდა ხელახლა ალასანია, რატომ არ იყრის კენჭს სამეგრელოში? იქ 2012-ში ისე შეაშინეს, ახლა გორში გავარდა, თითქოს იქ 99-პროცენტიანი მიღწევა ექნება.



ავტორი: თათული შენგელია





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner