logo_geo
eng_logo
უილიამ ლაჰიუ: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ყურადღების ცენტრში რჩება
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:24



NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები" განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ყურადღების ცენტრში რჩება.



დღეს ექსპერტებთან ერთად გვექნება დისკუსია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე როგორც NATO-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ისე რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც NATO- უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილისთვის რეგიონში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ საქართველოს შესაძლებლობებზე ამ პროცესში და რა კონტრიბუციის შეტანა შეუძლია ამ ქვეყანას. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კვლავ რჩება NATO- ყურადღების ცენტრში, რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.



მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner