ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებული სააკაშვილის ფოტოც გაიხსენა.
მისი თქმით, ღია განცხადებებში „ნაციონალური მოძრაობა" ვერ მალავს პოზიციას, მხოლოდ ამით ამხნევებენ ერთმანეთს, რომ ეს ნარჩენი გუნდი მოვიდეს არჩევნებამდე, იქნებ, საოცრება მართლაც მოხდეს, რომ მათი მშიშარა ლიდერი უეცრად გახდეს გმირი.
„მთელი მსოფლიო მოიარა „ნაციონალების" ლიდერის ფოტომ. როგორ ამაყად იდგა მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო, სიმბოლო იყო შიშის. სხვათაშორის, მშიშრების კომპლექტაციაა „ნაციონალური მოძრაობა" და ამ ფონზე არიან ერთად თავშეყრილი, ხასიათიც ყველა მოძალადის ძალიან დიდი შიშია. აგონიაში მყოფნი ცდილობენ, როგორმე გადალახონ შიში. რეალობა კარგად იციან, 9 დღეც მოვითმონოთ. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ახლა პირობითად ომი უნდა მოვიგოთ. 4 წელი ღირსეულად გავიტანეთ, ვერავინ ვერ იტყვის არჩევნების გაყალბებაზე ვერაფერს გარდა მათი აგონიური განცხადებებისა. არავის თავში აზრად არ აქვს ხელისუფლებიდან, რომ სიყალბე მოხდეს. ამერიკის ელჩის განცხადებაც ნახეთ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.