logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ, ესაა მთავარი
- +

30 სექტემბერი. 2016. 14:32



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა, რომ პირველ რიგში ნდობის და დაკარგული ურთიერთობების აღდგენაა საჭირო.

მისი თქმით, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ.



მთელი გულით და სულით გამიხარდა, რომ ამას მივადექი, დიდი ხანია მე ვფიქრობ, დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი, როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ გვინდა, ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობა და არა ისევ ის სულელეები, რაც გვესმოდა, რომ რეზინი ნავით გადავლენ და სისულელეებს იფიქრებდნენ, რომ როგორმე ისევ მსგავსი ჩაედინათ, რაც მოხდა, დიდი უბედურება, რაც ჩვენ დაგვემართა, ტრაგედია, რაც გადავიტანეთ. ეს არის ჩემი აზრით, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ბედნიერი ვიყავი, როცა ეს მოვიფიქრე და მგონია, რომ ძალიან რეალურია და ობიექტურია და მე ველოდები, რომ გამოხმაურება იქნება პოზიტიური მათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აშენდება, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, 90 %-ზე მეტი იმედით ვარ განწყობილი, რომ ეს ესე მოხდება და მხოლოდ ასეთი ხერხებით და გზებით და მე რაც შემიძლია, ვფიქრობ დღე და ღამე, რომ ჩვენ ჩვენი ძმობა და დობა აღვადგინოთ და არა ის, როგორც აცხადებენ ძალიან ხშირად უხეშად, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner