logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
- +

30 სექტემბერი. 2016. 15:22



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელში იმყოფება, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს სახელით პატივი მიაგო პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას.



ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელს მსოფლიოს ლიდერები ეწვივნენ, მათ შორის 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურებსა და ებრაელ ხალხს საქართველოს სახელით, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალება პირადად მიუსამძიმრა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრს, ლატვიის პრეზიდენტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფ სხვა ლიდერებს.



ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner