თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, დესტაბილიზაციის ყველანაირი მცდელობა იქნება ძირშივე აღკვეთილი.
„მინდა, კატეგორიულად განვაცხადო, რომ იმ წინასაარჩევნო სიმშვიდეს, რომელიც უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არავის, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ ექნება საშუალება, ხელი შეუშალოს, შესაბამისად, საარჩევნო გარემო იქნება აბსოლუტურად მშვიდი.
შეიძლება, ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობამდე საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე", - განაცხადა ლევან იზორიამ.