„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ილია ვერძაძე და ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010"-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
დეპუტატობის კანდიდატებმა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებაზე გაამახვილეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით გათვალისწინებულია:
პენსიონერების დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდებას" ამოქმედება;
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივი ზრდა;
პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესება;
ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება;
პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდა;
2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრა.
დეპუტატობის კანდიდატები მედიკოსებს გასული 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.