logo_geo
eng_logo
დეპუტატობის კანიდატები შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ
- +

30 სექტემბერი. 2016. 16:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ილია ვერძაძე და ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010"-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.


დეპუტატობის კანდიდატებმა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებაზე გაამახვილეს.



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით გათვალისწინებულია:

პენსიონერების დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდებას" ამოქმედება;

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივი ზრდა;

პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესება;

ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება;

პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდა; 

2020 წელს საქართველოში  C ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრა.



დეპუტატობის კანდიდატები მედიკოსებს გასული 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner