logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ქვეყანას მსგავსი წყნარი და მშვიდი საარჩევნო კამპანია არ ახსოვს
- +

30 სექტემბერი. 2016. 16:54



 „ქართული ოცნების" წევრმა ოთარ აბესაძე ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას მსგავსი წყნარი და მშვიდი საარჩევნო კამპანია არ ახსოვს.



გაოგნებული ვარ. ვისმენ შეფასებებს, რომელიც ამ მოცემულობით არ არის რეალური. თუკი, რომელიმე პოლიტიკური პარტია იშლება და ამას აბრალებ ხელისუფლებას, არ არის სწორი. ვსაუბრობ პაატა ბურჭულაძის გუნდზე. თუ აღნიშნულ კოალიციას ტოვებს ხალხი, ეს მათი შიდა პროცესებია და არაფერ შუაშია სხვა ვინმე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას მსგავსი წყნარი და მშვიდი საარჩევნო კამპანია არ ახსოვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ვინმეს თუ დღეს აწყობს მშვიდი საარჩევნო კამპანია, უმაღლესი სტანდარტებით, ეს ხელისუფლებაა", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner