logo_geo
eng_logo
„არ დავუშვებთ, ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან მოქალაქეებს"
- +

30 სექტემბერი. 2016. 17:25



„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.



არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა. არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები - ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ.

 

ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვების, მაგრამ მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი გამოუვათ. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში", - განაცხადა კახა კალაძემ




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner