logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ასეთი უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემო არასდროს ყოფილა
- +

30 სექტემბერი. 2016. 19:23



რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან" საუბარში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ ხელოვნურ დაძაბულობებს თუ არ ჩავთვლით, დღეს საქართველოში დაძაბული წინასაარჩევნო გარემო არ არის.

 

 

„მე დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ბოროტმოქმედთა დაწესებულება რომ არ იყოს „რუსთავი 2"-ის სახით და ერთი-ორი არშემდგარი ტელევიზია, რომლებიც გუშინწინდელ დღეში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესოა, როგორ აფურთხებენ და აგინებენ ერთმანეთს და ჭიქებს როგორ ამსხვრევენ ერთმანეთს თავზე. ეს არის ნამსხვრევები „რუსთავი 2"-ის, რომლებმაც გუშინწინდელი დღიდან ამოყვეს თავი. აი, ესენი ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობებს, სხვანაირად მათი არსებობა შეუძლებელია. რომ არა ეს თითიდან გამოწოვილი გაუთავებელი სკანდალები, მათი მნიშვნელობა და მათი დანიშნულება აღარ არის და რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ხელოვნურად ხდება ამ დაძაბულობის ჭერა ქართველ საზოგადოებაში. რეალურად, არანაირი დაძაბულობა არ არის. საერთოდ, კარგი წინასაარჩევნო გარემო არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა ლანძღვა-გინებაზეა გადასული, მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც არის მიღებული, ვფიქრობ, რომ ასეთი უსაფრთხო გარემო არასდროს ყოფილა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


აქვე, ხაინდრავა მოსაზრებას გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ამ არჩევნებით წერტილი დაესმება „ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბოროტ ზრახვებს.


„ერთადერთი შედეგი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება განახორციელებს, იქნება ის, რომ წერტილი დაესმება ამ ბოროტ სექტას და ყველა მის ნამსხვრევებს, რომლებიც ვითომ სხვები არიან და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. ვფიქრობ, ამ არჩევნებით მითი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურობის შესახებ დამთავრდება. საქართველოში არის საკმაოდ განვითარებული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე მაინც არის, ქვეყანა წინ მიდის და ეს, დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგებზეც აისახება", - აღნიშნა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner