logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის ე.წ ახალი ამბავი არის ტყუილი
- +

30 სექტემბერი. 2016. 19:55



საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურა არ მიიღო ეხმაურება და უარყოფს აღნიშნული ინფორმაცია.

 

წულუკიანის განმარტებით, სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატებს შესაბამისი კომიტეტის წევრები უკვე გაესაუბრნენ და დასძინა, რომ მათგან გამარჯვებული იანვარში კენჭისყრით გამოვლინდება.

 

„სასაცილო ამბავი ხდება იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაუშვა ტყუილი. მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება და არაერთი ძალიან საპატივსაცემო ინსტიტუტი.

 

სიმართლე არის ის, რომ გუშინ პარიზში გაიმართა შესაბამისის კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა ცნობად მიიღო ჩვენ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შესახებ წარდგენილი ამომწურავი ინფორმაცია, ისმჯელა და სამ პირიანი სია სცნო დასაშვებად. ამის შემდეგ გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრება. კანდიდატებს არავინ მიუშვებდა გასაუბრებამდე სია რომ ჩავარდნილიყო, ამიტომ სიის ჩავარდნის ე.წ ახალი ამბავი არის ტყუილი. გაესაუბრნენ კანდიდატებს და შემდეგ გადაწყდა, რომ რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა კენჭი ეყაროს გამარჯვებული ვინ იქნება ამ სამიდან, იანვარში.

 

ჩვენ არსად გვეჩქარება, რადგან ამ სამიდან დღესაც რომ არჩეულიყო ერთ-ერთი, ვერ დაიწყებდა საქმიანობას, რადგან მოქმედი მოსამართლე სახეზეა და მას ვერავინ შეეხება თებერვლამდე. ეს არის სიმართლე და ახალი ამბავი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner