logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვინც ამბობს, რომ ხმას „ნაციონალებს“აძლევს, თავისი შვილების ჯალათებს აძლევს ხმას
- +

30 სექტემბერი. 2016. 19:56



„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად სააკაშვილის ხმა არის, ყველას ხმას ვცნობ იქიდან", - ასე ეხმიანება რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს „რეპორტიორთან" საუბარში.



„თუ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი არც მალავენ ამ შეხვედრებს, თავიანთ განზრახვებს. ამ ჩანაწერში პირველად გავიგეთ, რას აპირებენ? აქამდე არ ვიცოდით? პირდაპირი მოწოდებები და პირდაპირი ქმედებებია ამასთან დაკავშირებით. მაგათი იდეოლოგიური რუპორი რომ არის და ისეთივე დანაშაულებრივი ორგანიზაცია, როგორც თვითონ, „რუსთავი 2" სულ ამას არ ქადაგებს? სულ ამას არ იძახიან? გვარამია ამას არც მალავს, არასდროს, როცა გამოდის და არც დაუმალავს. რატომ ატყდება ხოლმე საქართველოში ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ავთენტურია თუ არა და საიდან მოიპოვეს... სადაც დაიწერა, იქიდანაც მოიპოვეს, სადაც ლაპარაკობდნენ, იქიდან მოიპოვეს. სააკაშვილი ელაპარაკება თავის თანამზრახველებს, როგორ გააჩაღონ სისხლისღვრა საქართველოში და ვის ეკითხებიან, საიდან მოიპოვეს? ან რა შუაშია აქ „ოცნება" ან ბიძინა ივანიშვილი. მაგათ ბოროტი განზრახვები ჰქონდეთ, უკვირს ვინმეს? სააკაშვილის ან სანდრა რულოვსის ბოროტი განზრახვა უკვირს ვინმეს? შეიძლება იმ საზოგადოების განვითარებაზე სერიოზული მსჯელობა, სადაც 10-ათასობით ადამიანი ხმას აძლევს სააკაშვილს, სანდრა რულოვსს, რურუას და ცისკარიშვილს? მაგათი მენტალობა ძალიან კარგად არის გაცხადებული ამ ჩანაწერში, როდესაც პეტრე ცისკარიშვილი ემუქრება ქართველ ხალხს კადაფისადმი ჩადენილი ძალადობით. ამას სჩადიოდნენ ყოველდღე საქართველოს ციხეებში ცისკარიშვილები, რურუები, სააკაშვილები, ბოკერიები. ბოკერია გამოდის დღეს და იძახის, ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ და ნუ გეშინიათ, არ დაგიჭერთო. ხომ ვნახეთ ერთხელ, როგორ არ გვიჭერდნენ. ეს არის თავხედობა და უტიფრობა. ეს არის ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის სრული უგუნურება და დეგრადირება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ ამ კრიმინალებმა ქართველი ხალხის რაღაც ჯგუფის სახელით ილაპარაკონ, ხომ ხედავთ, ერთი და იგივე ხალხი ზუგდიდშიც, ბათუმშიც და ქუთაისში დაჰყავთ აქეთ-იქით, ეს დაბრმავებული ბრბო დროშების ქნევით და „ნაციონალური მოძრაობის" მაისურებით, მაგრამ ხომ ჰყავთ ეს ხალხი, დაზომბირებულები, მაგრამ ხომ ჰყავთ. ხომ არის ხალხი, ვინც დღეს ამბობს, რომ ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრობას", თავისი შვილების ჯალათებს აძლევენ ხმას. კი ბატონო, მისცენ ხმა და გაუბახებენ შვილებს და უწამებენ შვილებს ციხეებში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner