logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია
- +

30 სექტემბერი. 2016. 22:03


 

„მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან პატიმრები გარბოდნენ, მაგრამ გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია", - ამ სიტყვებით აფასებს  სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი სანდრა რულოვსის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და საქართველოში მაინც ჩამოვა.

კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსის აღნიშნული განცხადება პიარკამპანიის ნაწილია და მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, თუ საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს ამას  სამართალდამცავების რეაგირება მოჰყვება.


„სიმართლე რომ ვთქვა, სანდრა რულოვსის განცხადებას საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის პიარკამპანიის ნაწილად აღვიქვამ. ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ კომფორტს არის მიჩვეული და ნამდვილად ერთი წამითაც ვერ დაუშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავდროულად გამოცხადებულია ძებნა. საქართველოში მისი გადმოსვლისთანავე ამას მოჰყვება სამართალდამცავების რეაგირება და ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner