logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნამდვილად არ მგონია, რომ გიგა ბოკერია ხელისუფლებაში დაბრუნდება
- +

30 სექტემბერი. 2016. 22:30



„ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ მათი გუნდი კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბოკერია ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში.


„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნდება. აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია უბრალოდ არის მისი აზრი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო", - განაცხადა წულუკიანმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner