logo_geo 13:48
შაბათი. 22 მარტი. 2025
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ერთ-ერთი ასეთი საწარმო და წარმატებული მაგალითი, „გეოპლანტი“ არის გურიაში
- +

1 ოქტომბერი. 2016. 00:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი  ოზურგეთში ჩაი „გურიელის" მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს" ესტუმრნენ, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით 2015 წელს გაიხსნა.


„ჩვენი ოპონენტები გამუდმებით გვეკითხებიან, როგორ განვითარდა კერძო სექტორი და სად არის ის წარმატებული საწარმოები, რომლებიც ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი საწარმო და წარმატებული მაგალითი გურიაში არის „გეოპლანტი".

ცხადია, ამ არჩევნებში მათ ხალხისთვის მეტი შეკითხვები აქვთ, ვიდრე პასუხები - ამიტომაც, ჩვენი ოპონენტების შანსები არჩევნებში ძალიან დაბალია". ჩაი „გურიელის" მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი" , როგორც საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ჩაის ექსპორტს ემსახურება. საწარმო, რომლის წარმადობაც წელიწადში 180 ტონა ჩაის პროდუქციაა, 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 60 ადამიანია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით", - განაცხადა თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up