"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვიქტორ დოლიძის მისამართით სოციალურ ქსელში წერს, ვიკა დოლიძე რომელ პარტიაშია, ეს გამაგებინა და მეტი არ მინდა არაფერი. სხეულით - თავდემებში, გულით და სულით - „ქართულ ოცნებაში". აღნიშნულ განცხადებას ვიქტორ დოლიძე ეხმაურება და გვარამიას მიმართავს:
„ვიკა დოლიძე სულითაც, გულითაც, სხეულითაც და გონებითაც ეკუთვნის საქართველოს!
ნიკა გვარამიასა და ნაციონალებისგან განსხვავებით მე ვაზროვნებ და ვმოქმედებ სახელმწიფოებრივად, ვარ თავისუფალი, მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები. არ ვარ არც მოძალადე, არც კონფორმისტი. არასოდეს ვღალატობ ადამიანებსა და ქვეყანას. ვარ პროფესიონალი და პატრიოტი და ზუსტად ვიცი - სად მაქვს გონება და გული და ნამდვილად ვიცი სად მაქვს სხეული".