„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ლალი მოროშკინა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოხსნილი იქნას საარჩევნო რეგისტრაციიდან.
ასევე, პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, მოხდეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული იმ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.
„პატრიოტთა ალიანსი- გაერთინებული ოპოზიციის" წევრები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრასაც აპირებენ.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომ მას აქვს კონსტიტუციური უფლება მიმართოს საკოსტიტუციო სასამართლოს და გადაარჩინოს ქვეყანა არევისაგან",- განაცხადა მოროშკინამ.