საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არეულობას და სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოახერხებენ. ძიძიგური ასევე აღნიშნავს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" უკანონოსბას ჩაიდენს მათ სამართალდამცავები დააკავებენ.
„ნულოვანი შანსი აქვთ, ვისაც უნდა რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის მოწყობა, უკანონობის პასუხი იქნება ის, რომ აღმოჩნდებიან დაკავებულები და იმ ადგილზე, საიდანაც ვერავის ვერ ავნებენ" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.