logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკისა და საბურთალოს ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა
- +

1 ოქტომბერი. 2016. 11:08

 

 

განცხადება საბურთალოს რაიონის კოორდინატორმა ნინო კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. კვარაცხელიას თქმით,   „ნაციონალურმა მოძრაობამ" და განსაკუთრებით მისმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრინციპებს უღალატა.


„მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავხდები თანამონაწილე იმ საქმის, სადაც ერთგულ აქტივისტებს შრომას არ უფასებენ და მხოლოდ იყენებენ მათ, ეს მაშინ, როდესაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ამომრჩეველთან შეხვედრისას უამრავ ლანძღვა-გინებას იტანენ. ბევრი ემორჩილება თავის ბედს და თვითონ ტოვებს პარტიას. თქვენ, ბატონებო, და უპირველესად ბატონო გიგა ბოკერია, უღალატეთ პარტიულ ღირებულებებს და პრინციპებს. დღემდე გყავთ პარტიაში ვირთხები და არაფერს აკეთებთ მათ მოსაშორებლად, ხოლო თუ ვინმემ კრიტიკული რამ გითხრათ, მას მოღალატედ რაცხავთ, ჰოდა, მინდა გითხრათ, ეს თქვენ მიღალატეთ, მე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი თქვენს გვერდით უანგაროდ. თუმცა იმათ, ვისაც ჩემზე ნაკლები ღვაწლი ჰქონდა, კარგი სამსახურები დაურიგეთ და ბოლოს გაგიდგნენ, გიღალატეს", - წერს კვარაცხელია.


მისი თქმით, იმის გამო იდგა „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით, რომ სჯეროდა, ჭეშმარიტ ქართულ სახელმწიფოს აშენებდნენ.


„ისევ იმავე შეცდომებს უშვებთ, ბატონებო, და არ გესმით პატრიოტების ხმა, მტერს ეძებეთ იქ, სადაც ისინი არ არიან.

ამიტომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამოსვლა, რომ მოგაწვდინოთ ხმა, იმედია, აწი მაინც დაფიქრდებით, ხოლო მე და ჩემი თანამოაზრეები ვტოვებთ „ნაცმოძრაობას", რითაც ასევე, ვემიჯნებით იმ ძალადობრივ სცენარს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო ლიდერების გამო შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner