logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი: ჩვენს გუნდს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით
- +

1 ოქტომბერი. 2016. 11:22

 

 

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მარტყოფში შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.


„ეს ერთიანობა, მხარაჭერა, რომელსაც დღეს ვხედავ, გვაფიქრებინებს, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა. მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" 2016 წლის 8 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან ჩვენს გუნდს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახით. ჩვენ გვყავს განახლებული გუნდი, გამოცდილი პოლიტიკოსები და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა შოთა ხაბარელმა მარტყოფში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner